პროექტის სახელწოდება- შავიზღვისპირეთის დაცული ტერიტორიები (საქართველო)
პროექტის მთავარი იდეა-დაცული ტერიტორიების დაცვა და შენარჩუნება
პროექტის აქტუალობა-შევისწავლოთ უნიკალური გენოფონდი ,დავიცვათ და შევინარჩუნოთ იგი.
პროექტის მიზანი-გადავარჩინით მცენარეთა მრავალი სახეობა გადაშენებას.
მოსწავლეები შეისწავლიან ბუნებას ,გაარკვევენ რომელი სახეობებია გადაშენების გზაზე .
მოსწავლეთა ასაკი-14-16 წელი(X-კლასი)
ვადები/ხანგრძლივობა -(ერთი სემესტრი)
მოსალოდნელი შედეგები-1.ინფორმაციის მოძიება საქართველოში არსებული ნაკრძალების შესახებ.2 -ნაკრძალის ფლორისა და ფაუნის შესწავლა.3.-პრობლემების გააზრება და მიზეზების დადგენა.4.- პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები-შემსრულებლები ,მასალა.
შემსრულებლები-მოსწავლეები, მასწავლებლები.
მასალა-კომპიუტერები-ინტერნეტით,საკანცელარიო მასალები,ფოტოაპარატი,
პროექტორი,სტენდები პრეზენტაციისთვის,,სამარშუტო ტაქსი.
პროექტის მსვლელობა-შეხვედრაზე მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, რომლებსაც გადაუნაწილდებათ შესაბამისი ფუნქციები.პირველი ჯგუფი დაიწყებს ინფორმაციის მოპოვებას საქართველოში არსებული ნაკრძალების შესახებ და შეარჩევს ერთ-ერთ ნაკრძალს.მეორე ჯგუფი შეისწავლის ნაკრძალის ტერიტორიას,შეაგროვებს ინფორმაციას. მესამე ჯგუფი იზრუნებს საორგანიზაციო საკითხებზე-ნაკრძალის ტერიტორიის დასათვალიერებლად.მეხუთე ჯგუფი დაათვალიერებს და შეისწავლის იმ მცენარეებს,რომელთაც ემუქრებათ გადაშენება,იზრუნებს მათი გადარჩენის გზებზე.მეექვსე ჯგუფი იზრუნებს პროექტის ელექტრონული ვერსიის გაკეთებასა და გაფორმებაზე,ფოტო სურათებსა და სხვა ტექნიკურ საკითხებზე.(ერთი და იგივე მოსწავლე შეიძლება მონაწილეობას ღებულობდეს რამოდენიმე ჯგუფში).
დაინიშნება ყოველკვირეული შეხვედრები სადაც იქნება საუბარი თუ რა პროგრესი აქვთ ჯგუფებს გადანაწილებულ დავალებებში.განიხილება პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
სამუშაო ენა-ქართული ენა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში-გეოგრაფია ,ბიოლოგია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.ისინი შეიძენენ პრობლემის გააზრებისა და კავშირების დადგენის უნარს .ინფორმაციის მოპოვებასა და ორგანიზებას.შემოქმედებით და კომუნიკაციის უნარს,კვლევასა და პრობლემის გადაჭრის გზებს.გამოუმუშავდებათ დისკუსიების გამართვისა და თანამშრომლობის უნარი.
პროექტის ხელმძღვანელი-რ.გორგილაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა rusiko.gorgiladze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий